ვან დეიკი წლის ფეხბურთელია

0
4
უეფამ მონაკოში ჩატარებულ ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრასთან ერთად საუკეთესო ფეხბურთელებიც დაასახელა.
უეფამ წლის საუკეთესო ფეხბურთელად “ლივერპულის” მცველი ვირჯილ ვან დეიკი აღიარა, მეორე ადგილზე ლიონელ მესი (ბარსელონა) გავიდა, მესამეზე კი – კრიშტიანუ რონალდუ (იუვენტუსი).
სათამაშო პოზიციის მიხედვით უეფას ვერსიით საუკეთესოები არიან:
მეკარე: 1. ალისონი (ლივერპული), 2. მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (ბარსელონა), 3. უგო ლორისი (ტოტენჰემი);
მცველი: 1. ვირჯილ ვან დეიკი (ლივერპული), 2. მატიას დე ლიხტი (აიაქსი/იუვენტუსი), 3. ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი (ლივერპული);
ნახევარმცველები: 1. ფრენკი დე იონგი (აიქსი/ბარსელონა), 2. კრისტიან ერიკსენი (ტოტენჰემი), 3. ჯორდან ჰენდერსონი (ლივერპული);
თავდამსხმელები:
1. ლიონელ მესი (ბარსელონა), 2. სადიო მანე (ლივერპული), 3. კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი).