გრეგორ თაუნსენდი: “საქართველოსთან მატჩი ერთ-ერთი ყველაზე რთული იქნება”

0
5

შოტლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გრეგორ თაუნსენდმა ჟურნალსიტებთან საქართველოსთან გასამართ მატჩზე ისაუბრა.

“მსოფლიო თასამდე საქართველოს წინააღმდეგ ორი რთული ტესტი დაგვრჩა. ტრავმების მიხედავად, თბილისში უძლიერესი შემადგენლობით ვაპირებთ წასვლას”.

“საქართველოსთან მატჩი ჩვენთვის ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე რთული გასვლითი ტესტი იქნება – “ბორჯღალოსნებს” ექვს ერში სურთ შესვლა და 50 ათასი გულშემატკივრის წინაშე წარმატების მისაღწევად ყველაფერს გააკეთებენ”, – განაცხადა თაუნსენდმა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატამდე საქართველო და შოტლანდია ორ ტესტ-მატჩს გამართავენ. პირველი შეხვედრა 31 აგვისტოს, თბილისში გაიმართება, ხოლო მეორე-ტესტი ექვს აგვისტოს ედინბურგში ჩატარდება.