გრიზმანის დუბლი, “ბარსას” პირველი მოგება მესის და სუარესის არყოფნის დროს…

0
2
ლა ლიგას მეორე ტურში “ბარსელონამ” 5:2 მოუგო “ბეტისს”. “ბარსელონას” ტრავმების გამო მესი, სუარესი და დემბელე ვერ დაეხმარნენ და ანგარიში სტუმრებმა გახსნეს – თავი ახლახან “ლიონიდან” გადაყვანილმა ფეკირმა გამოიჩინა. პირველი ტაიმის ბოლოს საპასუხო გოლი გრიზმანმა გაიტანა, რომელიც შეხვედრის წინ მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ გააკრიტიკა.
მეორე ტაიმში “ბარსა” შეუჩერებელი იყო: ჯერ გრიზმანმა დუბლი შეასრულა, მერე პერესმა, ალბამ და ვიდალმაც დალაშქრეს მარტინის კარი, ერთი გოლი კი სევილიელთაგან მორონმა გაიტანა.
კატალონურ გუნდში დებიუტი ჰქონდა 16 წლის ფატის, რომელმაც თავი კარგი ტექნიკით დაგვამახსოვრა.
პიკემ “ბარსაში” მე-500 მატჩი ჩაატარა.
ბლაუგრანამ მესისა და სუარესის გარეშე პირველად იმარჯვა – აქამდე მათ გარეშე სამჯერ ითამაშა, ორჯერ ფრეს დასჯერდა, ერთხელ კი დამარცხდა.
ბარსელონა. “კამპ ნოუ”. 79 159 მაყურებელი
ბარსელონა – ბეტისი 5:2
გოლები: 0:1 ფეკირი (15), 1:1 გრიზმანი (41), 2:1 გრიზმანი (50), 3:1 პერესი (56), 4:1 ალბა (60), 5:1 ვიდალი (77), 5:2 მორონი (79)
ბარსელონა: ტერ შტეგენი, ლანგლე, პიკე, სემედუ, რობერტო, რაფინია (ფირპო 81), დე იონგი, პერესი (ფატი 78), ბუსკეტსი (ვიდალი 74), ალბა, გრიზმანი
ბეტისი: მარტინი, ბარტრა, სიდნეი, ემერსონი, პედრასა, გუარდადო (ხოაკინი 62), კარვალიო, ტელო (კაპტოუმი 61), კანალესი (ლაინესი 75), ფეკირი, მორონი