მამუკა გორგოძის ორი ლელო პირველივე ტურში

0
4

საფრანგეთის სარაგბო ტოპ 14-ის ახალი სეზონი ჩინებულად დაიწყო მამუკა გორგოძესთვის. ქართველი მორაგბის „ტულონი“ პირველ ტურში „აჟენს“ ესტუმრა და 44:25 დაამარცხა.

აღნიშნულ გამარჯვებაში ქართველმა მორაგბემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, რადგან მეტოქეს ორი ლელო დაუდო. მე-13 წუთზე სწორედ მამუკამ მიითვალა შეხვედრის პირველი ლელო, 59-ე წუთზე კი ბურთი მეორედაც დაამიწა.

გორგოძემ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო „აჟენის“ რიგებში 47-ე წუთიდან გამოჩნდა მინდორზე ანტონ ფეიქრიშვილი, რომელიც ფრანგულ გუნდს ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა.