ზარანდია გდინიას “არკას” ყველა დროის სიმბოლურშია

0
11

პოლონეთის გდინიას “არკას” ოფიციალურმა ვებგვერდმა კლუბის გულშემატკივართა გამოკითხვა ჩაატარა, რომლის მიზანი გუნდის ყველა დროის სიმბოლური თერთმეტეულის გამოვლენა გახლდათ. ჩრდილოპოლონელთა კლუბის ქომაგებმა სიმბოლურ გუნდში ქართველ ლეგიონერი ლუკა ზარანდია შეიყვანეს.
ზარანდია “არკას” რიგებში ორი სეზონის განმავლობაში გამოდიოდა და გულშემატკივარს კარგი თამაშით დაამახსოვრა თავი.
სადღეისოდ ზარანდია ბელგიის უმაღლესი დივიზიონის გუნდის “ზულტე ვარეგემის” წევრია.