ლაშა შინდაგორიძე – ამჯერად გოლიც და საგოლე გადაცემაც

0
40
 ბელარუსის ჩემპიონატის მე-18 ტურში ლაშა შინდაგორიძის სოლიგორსკის “შახტიორმა” სტუმრად 5:0 გაანადგურა “სლუცკი”.
შინდაგორიძე 62-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, 70-ე წუთზე მისი პასით იური კოვალიოვმა ანგარიში 4:0 გახადა, 77-ეზე კი თავადაც გაიტანა გოლი.
ლაშამ წინა ტურშიც, თავის სადებიუტო მატჩშიც დალაშქრა მეტოქის კარი და გულშემატკივრები აღნიშნავენ, რომ თუ ლეგიონერებს მიიყვანენ, სწორედ ჩვენებურის დარი უნდა იყოს.
“შახტიორი” 37 ქულით მესამე ადგილზეა და 25 აგვისტოს “გომელს” უმასპინძლებს.