20 იანვარს ყველანი ბათუმის ახალ სტადიონზე!

0
37

ბათუმის ცენტრალური სტადიონის მშენებლობა 2020 წლის აგვისტოს ნაცვლად, 7 თვით ადრე, 2020 წლის იანვარში დასრულდება.
ბათუმის სტადიონი უეფას IV კატეგორიის მოთხოვნათა შესაბამისადაა დაპროექტებული და ოცი ათას მაყურებელზეა გათვლილი.
უეფას სტანდარტის სტადიონი უნივერსალურ სპორტულ კომპლექსს მოიცავს, რომელიც სპორტული ტანვარჯიშის, ბერძნულ-რომაული და თავისუფალი ჭიდაობის, ქართული საბრძოლო ხელოვნების, სპორტული ცეკვების, კრივის, ტაეკვანდოს, ჭადრაკის და მხატვრული ტანვარჯიშის დარბაზებს გააერთიანებს.
უეფას სტანდარტის უნივერსალური სპორტული კომპლექსის პროექტის ღირებულება თითქმის ასი მილიონი ლარია. პროექტის ყველა ტიპის სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში ორჯერ გამარჯვებული კომპანია “ანაგი” ახორციელებს.