დანი ალვეში ბრაზილიაში გოლით დაბრუნდა

0
3

ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და “სან პაულუს” მარჯვენა მცველმა, დანი ალვეშმა სამშობლოში დაბრუნება გოლით აღნიშნა.
36 წლის ფეხბურთელმა, გოლის გატანა “სან პაულუს” მაისურით ჩატარებულ სადებიუტო შეხვედრაში მოახერხა – მან “სეარას” კარი აიღო და გუნდს სამი ქულა მოუტანა.
შეგახსენებთ, რომ “სევილიას” და “ბარსელონას” ყოფილმა უკანახაზელმა დანი ალვეშმა ზაფხულის დასაწყისში პარიზის “პარი სენ ჟერმენი” დატოვა და “სან პაულუს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.