ბიკამპეონები დასჯილი მესის გარეშე

0
4

ორგზის მსოფლიო ჩემპიონ არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ სექტემბერში ჩასატარებელი ტესტ-მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა.
სკალონის რჩეულთა შორის ვერ მოხვდნენ სერხიო აგუერო და ანხელ დი მარია, ხოლო ლიონელ მესი დისკვალიფიცირებულია და შესაბამისად, შემადგენლობაში არ იმყოფება.

მეკარეები: ესტებან ანდრადა (ბოკა ხუნიორსი), ფრანკო არმანი (რივერ პლეიტი), აგუსტინ მარკესინი (პორტუ, პორტუგალია);
მცველები: ნიკოლას ოტამენდი (სიტი, ინგლისი), ხერმან პეცელა (ფიორენტინა, იტალია), ლეონარდო ბალერდი (დორტმუნდი, გერმანია), მარკოს როხო (მანჩესტერი, ინგლისი), ლუკას მარტინესი (რივერ პლეიტი), გონსალო მონტიელი (რივერ პლეიტი), ნიკოლას ფიგალი (ინდეპენდიენტე), ნიკოლას ტალიაფიკო (აიაქსი, ჰოლანდია);
ნახევარმცველები: მარკოს აკუნია (სპორტუნგი, პორტუგალია), ლეანდრო პარედესი (პსჟ, საფრანგეთუ), გუიდო როდირგესი (ამერიკა, მექსიკა), ჯოვანი ლო სელსო (ტოტენჰემი, ინგლისი), ნიკოლას დომინგესი (ველესი), როდრიგო დე პაული (უდინეზე, იტალია), მატიას სარაჩო (რასინგი), რობერტო პერეირა (უოტფორდი, ინგლისი), ეზეკიელ პალასიოსი (რივერ პლეიტი), ლუკას ოკამპოსი (სევილია), მანუელ ლანსინი (ვესტ ჰემი, ინგლისი), ალექსის ალისტერი (ბოკა ხუნიორსი);
თავდამსხმელები: ხოაკინ კორეა (ლაციო, იტალია), ლაუტარო მარტინესი (ინტერი, ინტერი), პაულო დიბალა (იუვენტუსი, იტალია), ადოლფო გაიჩი (სან ლორენსო).

“ბიკამპეონები” 6 სექტემბერს აშშ-ის კალიფორნიის შტატის ლოს ანჯელესში მექსიკას, ხოლო ხუთი დღის შემდეგ ტეხასის ქალაქ სან ანტონიოში ჩილეს ამხანაგურად ეთამაშება.