ზინედინ ზიდანი: “ბეილი დარჩება”

0
6

ვიგოში, “სელტასთან” მოგებული მატჩის შემდეგ მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, შეხვედრა შეაფასა და უელსელ გარეთ ბეილზეც ისაუბრა:
„ვფიქრობ, ძალიან კარგად ვითამაშეთ. 10 კაცით ვიყავით, თუმცა თავს კარგად ვიცავდით. ერთადერთი გვსურდა, სამი ქულა მოგვეპოვებინა და არ გვაინტერესებდა, რა შედეგით დაასრულეს მატჩები სხვა გუნდებმა. ფეხბურთელებს უნდა მივულოცოთ, რადგან ეფექტურად გამოიყურებოდნენ.
ბეილი? ის რჩება. ისიც, ხამესიც და ყველა სხვა ფეხბურთელი აქ იმისთვისაა, რომ ჩვენი გუნდის მაისურა ატაროს“.