38 წლის ადურისმა “ბარსელონა” მაკრეტელათი დაამარცხა

0
8
ესპანეთის პრიმერა დივიზიონის სასტარტო ტურში “ბილბაომ” საკუთარ მინდორზე 1:0 მოუგო “ბარსელონას”. მატჩმა ბილბაოში დიდი ინტერესი გამოიწვია და როგორც მოსალოდნელი იყო, ბასკმა ქომაგებმა სტადიონის ტრიბუნები შეავსეს.
ბოლო ათი წლის განმავლობაში პირველად არ ითამაშა ლა ლიგის საწყის ტურში “ბარსას” არგენტინელმა ლიდერმა ლეო მესიმ, სასტარტოში კი იყვნენ ახალწვეულები დე იონგი და გრიზმანი. ანტუანმა სამჯერ დაარტყა – ორჯერ მიზანს ააცილა, ერთხელ კი დაუფარეს.
37-ე წუთზე ტრავმა მიიღო “ბარსელონას” თავდამსხმელმა ლუის სუარესმა, რომელმაც შეცვლამდე ბურთი ძელს გაარტყა. ურუგვაელის ნაცვლად მინდორზე შესული რაფინიას დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. სახიფათოდ უტევდნენ მასპინძლებიც და მოწოდების სიმაღლეზე იდგა ტერ შტეგენი.
მეორე ტაიმში სტუმრებს ბასკების კარზე იერიში იერიშზე უშედეგოდ მიჰქონდათ, 88-ე წუთზე კი შეცვლაზე შევიდა მასპინძელთა 38 წლის ფორვარდი არის ადურისი და ბურთთან პირველივე შეხებით გამარჯვების გოლი ეფექტური მაკრატელათი გაიტანა.
ვეტერანმა ბასკმა მესის რეკორდი გაიმეორა – პრიმერას მიჯრით მე-15 სეზონში გაიტანა გოლი.
2008 წლის შემდეგ, “ბარსელონა” ლა ლიგის გახსნით მატჩში პირველად დამარცხდა – 11 წლის წინ კატალონელებმა შეხვედრა “ნუმანსიასთან” დათმეს.

ბილბაო. “სან მამესი”. 47 693 მაყურებელი
ბილბაო – ბარსელონა 1:0
ბილბაო: სიმონი, ე.ლოპესი (ბენიატი 80), კაპა, ბერჩინე, ნუნესი, დე მარკოსი (სანჩეტი 66), რ. გარსია, დ. გარსია, დ.ლოპესი, მუნიაინი, უილიამსი (ადურისი 88).
ბარსელონა: ტერ შტეგენი, ალბა, პიკე, ლანგლე, სემედუ, რობერტო (პერესი 76), ალენია (რაკიტიჩი 46), დე იონგი, სუარესი (რაფინია 37), დემბელე, გრიზმანი.
გოლი: ადურისი (89)