ნეიმარის შესაძენად „რეალი“ ვალს აიღებს

0
17

„რეალის“ პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი, მადრიდის ერთ-ერთ ბანკს მოელაპარაკა კრედიტის შესახებ – წერს Sport.es. წყაროს ინფორმაციით, თანხა რამდენიმე დღეში დაჯდება „სამეფო კლუბის“ ანგარიშზე და ის „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელის, ნეიმარის საყიდლად დაიხარჯება.
მომავალ კვირას პერესი მოლაპარაკების განახლებას აპირებს ნეიმართან დაკავშირებით. ფეხბურთელის აგენტი პინი ზაჰავი ესაუბრა „რეალის“ წარმომადგენლებს და განაცხადა, რომ მისი კლიენტი მზადაა მადრიდელთა წინადადება განიხილოს, რადგან „ბარსელონაში“ მისი დაბრუნება, ჩანს, ვეღარ მოხერხდება.
„რეალი“ ნეიმარში სავარაუდოდ, 100-120 მილიონი ევროს გადახდას აპირებს.