ვაკო გვილიას გოლი და საგოლე პასი

0
19
30.09.2018; Luzern; FUSSBALL SUPER LEAGUE - FC Luzern - FC Sion; Valeriane Gvilia (Luzern) (Martin Meienberger/freshfocus)

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ვაკო გვილიამ ვარშავის „ლეგია“ ევროპა ლიგის პლეი ოფში გაიყვანა – პოლონურმა გუნდმა საბერძნეთში „ათრომიტოსი“ 2:0 დაამარცხა და ჩვენებურმა გოლი და საგოლე პასი მიითვალა.

29-ე წუთზე გვილიამ სტოლარსკის კარგი პასი მისცა და თანაგუნდელაც ერთი შეხებით ზუსტად გადაგზავნა ბურთი მეტოქის კარში. მეორე ტაიმის დასაწყისში, 51-ე წუთზე კი თავად ჩვენებურმა გაიტანა, როდესაც უკვე თვითონ შეძლო ერთი შეხებით მეტოქის კარის აღება.

პლეი ოფში „ლეგია“ დანიური „მიდტიულანდისა“ და „გლაზგო რეინჯერსის“ წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.