შინდაგორიძემ პირველივე მატჩში გაიტანა

0
72
ბელარუსის სოლიგორსკის “შახტიორში” ახლახან გადასულმა ნახევარმცველმა ლაშა შინდაგორიძემ პირველივე მატჩში გამოიჩინა თავი.
“მეშახტეებმა” საკუთარ მოედანზე 6:0 გაანადგურეს გროდნოს “ნემანი”, შინდაგორიძე კი 74-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და 87-ე წუთზე თავურით გოლი გაიტანა.
ნამატჩევს ჩვენებური მწვრთნელმა სერგეი ტაშუევმა შეაქო:”შეასრულა. ბურთი კარგად მიაწოდეს, დაარტყა. დაარტყა, ვფიქრობ, ყველაფერი დაინახა და სიტუაცია შეაფასა, სპეციალურად მოჭრა ბურთი შორეულ კუთხეში. ეპიზოდი ძალიან ხარისხიანად დაასრულა. ის შევისწავლეთ და ვიცოდით, რაც შეუძლია. ჰქონდა მომენტი და გამოიყენა. თუმცა, მთლიანობაში ჯერ ადაპტაცია სჭირდება. გასაგებია, ეს ასე ადვილი არაა”.