მესიმ ნეიმარს სთხოვა „რეალში“ არ გადავიდეს

0
12

„ბარსელონას“ არგენტინელი შემტევი ლიონელ მესი, „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელის, ნეიმარის სატრანსფერო მოლაპარაკებებში ჩაერთო, იუწყება ესპანური Marca. წყაროს ცნობით, არგენტინელმა პირადად დაურეკა ბრაზილიელს, სთხოვა, მადრიდის „რეალში“ არ გადავიდეს და „ბარსელონაში“ დაბრუნდეს.

ესპანური მედია ასევე აღნიშნავს, რომ უფრო სავარაუდო ნეიმარის „რეალში“ გადასვლაა, რადგან პსჟ-ს „ბარსელონასთან“ ცუდი ურთიერთობა აქვს.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი კატალონურ კლუბში 2013-17 წლებში თამაშობდა.