კრიშტიანუ რონალდუ: „განსაკუთრებული ზიდანმა გამხადა“

0
12

ტურინის “იუვენტუსის” შემტევი, კრიშტიანუ რონალდუ, ზინედინ ზიდანზე საუბრობს და აცხადებს, რომ მან განსაკუთრებული გახადა:
„თავდაჯერებულობა, რომელიც ფეხბურთელს სჭირდება, მხოლოდ მისგან არ მოდის. დიდწილად ეს თანაგუნდელებსა და მწვრთნელზეა დამოკიდებული. მათ უნდა გაგრძნობინონ, რომ შენ გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი ხარ.
ზიდანმა ეს შეძლო. მან მე განსაკუთრებული გამხადა. მას პატივს ყოველთვის ვცემდი, მაგრამ მასთან მუშაობის შემდეგ ორმაგად მოვიხიბლე. ზიზუ განსაკუთრებული ადამიანია. მან იცის, როგორ უნდა ესაუბროს ხალხს და როგორ უნდა მოეპყრას მის ფეხბურთელებს.
ზიდანი ჩემთან ყოველთვის გულწრფელი იყო. ის ხშირად მეუბნებოდა: „მოეშვი და შენი თამაში ითამაშე. შენ ხარ ის, ვინც მოედანზე სხვა გუნდებისგან გამოგვარჩევს“, – განუცხადა რონალდუმ Dazn-ს.