ნეიმარს პსჟ-ში აღარ დაედგომება

0
23

„პარი სენ ჟერმენში“ ნეიმარს აღარ დაედგომება. ხელმძღვანელობის შემდეგ ბრაზილიელს გულშემატკივრებიც განუდგნენ და მის საწინააღმდეგოდ „ნიმთან“ შეხვედრაში რამდენიმე ბანერი გამოფინეს.

„ნეიმარ, წაეთრიე. ნეიმარი ყველაზე ცუდი ფეხბურთელი პსჟ-ს ისტორიაში, ნეიმარი ყველაზე ცუდი მოთამაშე პსჟ-ს ისტორიაში. ნეიმარ, ბო**ს შვილო“.

როგორც ხედავთ, იყო მეტად რადიკალური ტრანსპარატები და მესიჯები. შედეგად, სამხრეთ ამერიკელის გუნდში დარჩენა უკვე არავის უნდა.

თავად ნეიმარს კი, დიდი ხანია „პარი სენ ჟერმენის“ დატოვება სურს და დაპირისპირებაც ამითაა გამოწვეული. როგორც ლეონარდომ განაცხადა, კლუბი ფეხბურთელის თაობაზე მოლაპარაკებას აწარმოებს, მაგრამ კონკრეტული სახელი არ გაჟღერებულა.