სეზონის საუკეთესო გოლად მესის ბურთი აღიარეს

0
21

ევროპის 2018-19 წლების სეზონის საუკეთესო გოლის ავტორი ლეო მესია. უეფას ოფიციალური ვებგვერდის ვერსიით საუკეთესოდ მესის მიერ ”ლივერპულის” კარში გატანილი გოლი დასახელდა.

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში კატალონურმა კლუბმა შინ ”ლივერპული” 3:0 დაამარცხა. აღნიშნულ მატჩში მესიმ საჯარიმო დარტყმით ინგლისურ კლუბს ბრწყინვალე გოლი გაუტანა.

მეორე ადგილზე კრიშტიანუ რონალდუს გოლი გავიდა, ჯგუფურ ეტაპზე პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ყოფილ კლუბ ”მანჩესტერ იუნაიტედს” შეუგდო.