“კადისის” პრეზიდენტი: „შენგელიას ჩვენს კლუბში ველით“

0
15

ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში მოასპარეზე „კადისის“ პრეზიდენტმა მანუელ ვისკაინომ თბილისის „დინამოს“ შემტევ ნახევარმცველ ლევან შენგელიას ტრანსფერთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„საქართველოში ყველაფერი სხვაგვარად ხდება და ველოდებით როგორ განვითარდება მისი ურთიერთობა კლუბთან, რათა შენგელია ჩვენს კლუბში ავიყვანოთ“ – განაცხადა ვისკაინომ Radio Cádiz-სთან.

შენგელიას „დინამოსთან“ კონტრაქტი 31 აგვისტოს უმთავრდება და შესაძლოა, „კადისს“ თავისუფალი აგენტის სტატუსისთ შეუერთდეს.

ესპანელებს მისი ხილვა უფრო ადრეც სურდათ, მაგრამ ფეხბურთელი „დინამოსთან“ შეთანხმებული იყო და გუნდს ევროპა ლიგაში დაეხმარა.