ფელის ვისენტე: “შევეცდებით შინ მაქსიმუმი ვაჩვენოთ”

0
15
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში “ფეიენოორდთან” 0:4 განადგურების შემდეგ კომენტარი თბილისის “დინამოს” მწვრთნელმა ფელის ვისენტემ გააკეთა.
“ასეთ შედეგს არ ველოდით და არც ვიმსახურებდით. მე-80 წუთამდე არ გვითამაშია ცუდად. ამის შემდეგ მსაჯის გადაწყვეტილების გამო კაცნაკლულნი დავრჩით. ამ პერიოდში გუნდიც აირია და ასეთი შედეგი მივიღეთ.
ამის გამო მეორე მატჩში თამაშის შემოტრიალება გართულდება.
ფსიქოლოგიურ მზადყოფნას რაც შეეხება, ჩვენი ფეხბურთელები პროფესიონალები არიან. კარგად ჩანდა, რომ მე-80 წუთამდე ყველაფერი ასე თუ ისე ნორმალურად მიდიოდა და ჩემი სუბიექტური აზრით, მთლად სამართლიანი არ იყო შულაიას გაძევება.
შენგელია ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მისი შეცვლა ტაქტიკური გადაწყვეტილება იყო.
თამაშისთვის ყველა ფეხბურთელი მზადაა და ვერ გეტყვით, ვინ იასპარეზებს საპასუხო შეხვედრაში. შევეცდებით შინ მაქსიმუმი ვაჩვენოთ და გულშემტკივრის იმედიც გვექნება”, – აღნიშნა ვისენტემ.