“საბურთალოს” ჯგუფურ ეტაპზე გასვლის რეალური შანსი გაუჩნდა!

0
22
შვეიცარიის ქალაქ ნიონში გამართულ ევროპა ლიგის კენჭისყრაზე ცნობილი გახდა, თუ რომელ კლუბს შეხვდება საქართველოს ჩემპიონი პლეი ოფში გასვლის შემთხვევაში.
თუ “საბურთალო” “არარატ-არმენიას” დამარცხებას შეძლებს, თბილისური კლუბის მეტოქე ლუქსემბურგის “დუდელანჟსა” და ესტონეთის “ნიომე კალიუს”  შორის გამარჯვებული იქნება.
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში  “საბურთალო” 6 აგვისტოს ერევანში “არარატ-არმენიას” შეხვდება.