რონალდუმ ეუსებიოს პარტნიორობა ინატრა…

0
24

ტურინის „იუვენტუსის“ პორტუგალიელმა ვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ, იმ ფეხბურთელის ვინაობა დაასახელა წარსულიდან, ვისთან ერთადაც სიამოვნებით ითამაშებდა.
„ბევრი ფეხბურთელია წარსულიდან, ვისთან ერთადაც გავიდოდი მინდორზე, მაგრამ ერთ თანამემამულეს ავირჩევ, რომელიც რამდენიმე წლის წინათ გარდაიცვალა. ეს ეუსებიოა. ის პორტუგალიის სიმბოლოა. დიდებული ადამიანი. მასთან ერთად ქვეყნის ნაკრებში სიამოვნებით ვითამაშებდი.“ – ციტირებს კრიშტიანუს სიტყვებს Globo Esporte.