კლოპი: ,,ლივერპულმა მინიმუმ ფრე დაიმსახურა”

0
12

,,ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ,,მანჩსტერ სიტისთან” წაგებულ მატჩზე ისაუბრა:
,,კარგი მატჩი გამოვიდა, განსაკუთრებით მეორე ნახევარში. ორივე გუნდმა მსგავსი მოსამზადებელი პერიოდი გაიარა. მატჩის შემდეგ კევინ დე ბრუინს ვესაუბრე, ორივენი შევთანხმდით, რომ ჯერჯერობით არ ვიცით, როგორ მდგომარეობაში ვართ.
მინიმუმ ფრე დავიმსახურეთ. არ შემიძლია, რომ უკმაყოფილო ვიყო, მატჩის მიწურულს უოკერის მოქმედებამ შეხვედრის ბედი გადაწყვიტა. საბოლოოდ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ იღბალი არ გვეყო”, – კლოპის სიტყვებს BBC-ი ციტირებს.

ინგლისის  სუპერთასის შეხვედრაში ,,მანჩესტერ სიტიმ” ,,ლივერპული” პენალტების სერიაში დაამარცხა და ტიტულს ზედიზედ მეორედ, ისტორიაში კი მეექვსედ დაეუფლა.