ბითაძე: ,,არსად წასვლა არ შემეძლო, რადგან ჯერ გასაუბრება უნდა მქონოდა”

0
15

,,ინდიანა პეისერსის” ახალწვეულმა, გოგა ბითაძემ, დაადასტურა, რომ საზაფხულო ლიგა ვიზასთან დაკავშირებული პრობლემების გამო გამოტოვა:
,,არსად წასვლა არ შემეძლო, რადგან ჯერ გასაუბრება უნდა მქონოდა. ამერიკის საელჩოდან ზარს ყოველ დღე ველოდებოდი. ძალიან რთული იყო ლოდინის პერიოდი.
საზაფხულო ლიგაში თამაში და თანაგუნდელების დახმარება მინდოდა, ეს ჩემთვის კარგი გამოცდილება იქნებოდა. მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ შევძელი.” – ბითაძის სიტყვებს The Athletic-ი ციტირებს.
შეგახსენებთ, რომ ,,ინდიანამ” გოგა დრაფტის პირველი რაუნდის მე-18 ნომრად აირჩია.