იოჰან ბოსკამპი: “ფეიენოორდს” “დინამოსთან” არ უნდა გაუჭირდეს, მაგრამ “ტრენჩინზეც” იგივეს ვამბობდი

0
12
ჰოლანდიური გამოცემა fr-fans.nl თბილისის “დინამოსა” და როტერდამის “ფეიენოორდის” მომავალ დაპირისპირებაზე ცნობილი ფეხბურთელისა და მწვრთნელის, იოჰან ბოსკამპის კომენტარს აქვეყნებს.
“თბილისის “დინამოში” ექვსი თვე ვმუშაობდი და ეს საოცარი დრო იყო. იქ საოცარი ხალხი გახლდათ. როტერდამელებს ქართულ კლუბთან, წესით, არ უნდა გაუჭირდეთ, თუმცა იმავეს ვამბობდი “ტრენჩინზეც”.
თბილისის “დინამო” საქართველოში ყველაზე დიდი კლუბია. ადრე ყველა კარგი ქართველი ფეხბურთელი თბილისში მიდიოდა სათამაშოდ, რადგან მერაბ ჟორდანიას ისინი ყველა მხარიდან მოჰყავდა”, – თქვა ბოსკამპმა.
იოჰან ბოსკამპი თბილისის “დინამოს” და შემდეგ, საქართველოს ნაკრებს 1999 წელს წვრთნიდა. ხოლო რაც შეეხება “ტრენჩინის” ისტორიას, შარშან “ფეიენოორდი” ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპიდან სწორედ ამ კლუბმა გამოაგდო. სლოვაკებმა სახლში 4:0 დაამარცხეს როტერდამელები, გასვლაზე კი ფრედ (1:1) ითამაშეს.
“ფეიენოორდსა” და თბილისის “დინამოს” შორის პირველი შეხვედრა 8 აგვისტოს, როტერდამში გაიმართება. თამაში თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.