“დინამომ” “გაბალა” გაანადგურა- წინ “ფეიენოორდია”

0
15
თბილისის „დინამომ“ „გაბალასთან“ პირველი მატჩი სტუმრად 2:0 მოიგო, ხოლო სახლში საქმე ბოლომდე მიიყვანა და ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

თბილისელებს დაპირისპირება როტერდამის „ფეიენოორდთან“ მოუწევთ – პირველი მატჩი ჰოლანდიაში 8 აგვისტოს შედგება, ხოლო საპასუხო 15 აგვისტოს თბილისში ჩატარდება.

განვლილ შეხვედრაში „დინამო“ ტერიტორიულ უპირატესობას ორი ტაიმის განმავლობაში ფლობდა და ლოგიკურია, რომ მომდევნო რაუნდში გავიდა.

თამაშამდე „გაბალას” მწვრთნელმა „დინამოს” შემადგენლობაში ყველაზე მეტად ლევან შენგელია გამოარჩია და არც შემცდარა, რადგან თბილისელთა ლიდერმა დუბლი შეასრულა.

მე-6 წუთზე, „დინამოს“ შეტევის დროს კუხიანიძემ მეტოქის საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა და აზერბაიჯანელი მცველის ფეხიდან ბურთმა „გაბალას“ კარის გვერდით ძელს ჩაუარა.

კუთხურის ჩაწოდების შემდეგ, თბილისელების იერიში გაგრძელდა და სტუმართა საჯარიმოს ხაზიდან ლევან შენგელიას არაზუსტი დარტყმით დასრულდა.

ცოტა ხანში გაბალელთა კარს უკვე კუტალიამ შეუტია და ნაზიროვმა ბურთი გაჭირვებით მოიგერია.

ერთ წუთში თითქმის ანალოგიური პოზიციიდნ შენგელიამ შეუტია და „გაბალას“ მეკარემ ბურთი კუთხურზე უკუაგდო.

სტუმრებმა პირველი შეტევა მე-15 წუთზე განახორციელეს, როდესაც ბაუკემ მარცხნიდან მეტოქის საჯარიმოში შეიწია და დაარტყა – პერალესი ბურთს ადგილზე დახვდა.

ამ ეპიზოდიდან დიდი დრო არ გასულა, რომ „დინამო“ გადარჩა – ფერეიროა მარცხნიდან თბილისელთა საჯარიმოში შევიდა, სამ მოწინააღმდეგეს გასცდ და პასი გააკეთა, მაგრამ ვოლკოვი ვერ მისწვდა ბურთს, თორემ შესაძლოა ანგარიში გახსნილიყო.

33-ე წუთზე, „დინამომ“ იძულებითი ცვლილება გააკეთა – მარჯვენა მცველმა იაშვილმა კუნთის ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად თამაშშო გუჯა რუხაია ჩაერთო.

ფეხბურთელი „გაბალამაც“ შეცვალა, რადგან ჟუნიჩმა თანაგუნდელთა შეჯახების შემდეგ, თავის მძიმე ტრავმა მიიღო და სტადიონიდან სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა.

43-ე წუთზე, მეტოქის საჯარიმოში ხელსაყრელ პოზიციაში მყოფმა შენგელიამ  პარტნიორისგან გადაცემა მიიღო, მაგრამ ბურთი ვერ დაამუშავა და რეალურმა სახიფათო მომენტმა სიმწვავე დაკარგა.

მეორე ტაიმის დასაწყისში „დინამოს“ კონტრშეტევის დროს კუხიანიძემ კარგ პოზიციაზე კუტალია გაიყვანა, რომელმაც ძლიერად დაარტყა, მაგრამ ნაზიროვმა ივაჟკაცა.

მალევე, ქავთარაძე აზერბაიჯანელთა საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და მახვილი კუთხიდან დაარტყა – სტუმართა მეკარემ ბურთი მოიგერია.

61-ე წუთზე, გაბალელებმა თავის ნახევარზე ცუდად ითამაშეს, რითაც შენგელიამ ისარგებლა და საჯარიმოში არშესულმა უძლიერესად დაარტყა, თუმცა ნაზიროვი ისევ მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა.

68-ე წუთზე, შენგელიამ ბურთი მოედნის ცენტრში მიიღო, გზად გვერდი ეფექტურად სამ მოწინააღმდეგეს აუარა და „გაბალას“ მეკარეს დაბალ კუთხეში გაუტანა.

78-ე წუთზე, „დინამოში“ პირველი გოლის გატანის შანსი განელ ლეგიონერ კარიკარის ჰქონდა, რომელმაც კუხიანიძის პასის შემდეგ კარის წინ მყოფმა ახლო მანძილიდან დაარტყა, მაგრამ ნაზიროვმა არ გაატანინა.

ამ მომენტიდან მცირე ხანში „გაბალას“ საჯარიმოში მარცხნიდან შესულმა დაფემ პასი შენგელიას მისცა, რომლის მიერ ძლიერად დარტყმული ბურთი კარს ზემოდან გადასცდა.

მოგვიანებით, შენგელიამ კარგი პასი მისცა „გაბალას“ კარი სიახლოვეს გახსნილ კარიკარის, რომელმაც ბურთს მიმართულება ვერ შეუცვალა.

ამის შემდეგ ნინუამ აზერბაიჯანელების მეკარეს დაფე შეატოვა, რომელმაც მარცხენა მახვილი კუთხიდან ნაზიროვს ბურთი ვერ ააცილა.

88-ე წუთზე შენგელიამ მორიგი შედევრი შექმნა და საჯარიმოს ფარგკებს გარედან ულამაზესი დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – ბურთი ძელს მოხვდა ვიდრე ბადეში გაეხვეოდა.

ძირითადი დროსთვის დამატებულ მესამე წუთზე კარიკარის დროც დადგა, რომელიც სტუმართა საჯარიმოში ერთ მცველს გაექცა და “ცაციაში” მარცხენა შორეულ კუთხეში ეფექტურად გაიტანა.

ამრიგად, „დინამომ“ „გაბალას“ ორივე მატჩი მოუგო და სამი წლის წინ განცდილი მარცხისთვის სრულფასოვანი რევანში აიღო.

„დინამო“ (თბილისი) – „გაბალა“ 3:0 (0:0)
თბილისი. ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონი.
„დინამო“: პერალესი, მონხილი, იაშვილი (რუხაია, 36), პაპავა, ნინუა, კობოური, ქიმაძე, ნოდარ ქავთარაძე (დაფე, 69), კუხიანიძე, კუტალია (კარიკარი, 77), შენგელია (კ).
მთავარი მწვრთნელი: ფელის ვისენტე
„გაბალა“: ნაზიროვი (კ), ალიევი, ბაუკე, ფერეიროა (ისკანდეროვი, 71), გიგაური, კუაკუ (ჰუსეინოვი, 82), მამადოვი, რამალდანოვი, სეიდიევი, ვოლკოვი, ჟუნიჩი (გულიევი, 40).
მთავარი მწვრთნელი: სანან გურბანოვი
გოლი: 1:0 შენგელია (68), 2:0 შენგელია (88), 3:0 კარიკარი (90+3)
გაფრთხილება: მონხილი (28), ალიევი (46), რამალდანოვი (54)
მთავარი მსაჯი: პეტრი ვილიანენი (ფინეთი)