საქართველო მეოთხედფინალში პოლონეთს შეხვდება

0
24

ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონში დასრულდა A ჯგუფის მატჩები და გაირკვა საქართველოს ნაკრების სამეოთხედფინალო მეტოქე. ეს გახლავთ პოლონეთის ნაკრები, რომელმაც A ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და დებულების შესაბამისად, B ჯგუფის მეორეადგილოსან საქართველოს მეოთხედფინალში შეუწყვილდა.

პოლონეთმა ჯგუფის ერთადერთი შეხვედრა დღეს, ესტონეთთან წააგო, თუმცა ჯგუფში პირველ ადგილზე მაინც გავიდა. სამმა გუნდმა – პოლონეთმა, ესტონეთმა და ბელგიამ თანაბარი ქულები დააგოვეს, თუმცა ურთიერთშეხვედრების გათვალისწინებით პირველ და მეორე ადგილებზე პოლონეთი და ესტონეთი გავიდნენ.

პოლონეთი ტურნირის ყველაზე ტანმაღალი გუნდია. სლავებს შემადგენლობაში ჰყავთ ორი 210-სანტიმეტრიანი, ასევე 208 და 204 სანტიმეტრი სიმაღლის მოთამაშეები. ასე და ამგვარად, საქართველო და პოლონეთი ერთმანეთს მეოთხედფინალში 2 აგვისტოს, თბილისის დროით 15:00 საათზე შეხვდებიან.