რონალდუმ Marca-ს ლეგენდის ჯილდო მიიღო

0
18

მადრიდული გამოცემა Marca-ს მიერ ორგანიზებულ სპეციალურ ღონისძიებაზე კრიშტიანუ რონალდუს ლეგენდის ჯილდო გადაეცა. გამოცემამ პორტუგალიელი სუპერვარსკვლავს აღნიშნული სტატუსი წარმატებული კარიერის დამსახურებით მიანიჭა.
“ეს ჯილდო ჩემს მუზეუმში გამორჩეულ ადგილს დაიკავებს. მისი მიღება ჩემთვის დიდი პატივია და მადლობა ყველას, ვინც ამ ყველაფრის მიღწევაში დამეხმარა. ჯილდოს მიღება ნიშნავს, რომ დაფასდა ის, რაც “რეალთან” ერთად გავაკეთე, ეს ჩემთვის საამაყოა.
აქ ჩამოსასვლელად დიდი გზა გამოვიარე, თუმცა ეს ქალაქი განსაკუთრებულია და იმედი მაქვს, აქ მალე დავბრუნდები”, – განაცხადა რონალდუმ.
ღონისძიებას ფეხბურთელის მეუღლე – ჯორჯინა როდრიგესი, მისი აგენტი – ჟორჟე მენდეში და “რეალის” პრეზიდენტი – ფლორენტინო პერესი ესწრებოდნენ.
კრიშტიანუ რონალდუ მადრიდელთა “სამეფო კლუბის” ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია, მან “ბლანკოსის” მეტოქეები 451-ჯერ დაამწუხრა.