“საბურთალო” – მინუს ოთხი, პლუს ყენია

0
22
30 ივლისს “საბურთალო” ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში ზაგრებში “დინამოს” შეხვდება. კლუბის საიტის ცნობით, საქართველოს ჩემპიონი ხორვატიაში ოთხი წამყვანი ფეხბურთელის გარეშე გაემგზავრება:
“დედაქალაქური “საბურთალო”, რომელიც ზეგ ზაგრებში ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ადგილობრივ “დინამოს” დაუპირისპირდება, ხორვატიაში 29 ივლისს გაემგზავრა.
სხვადასხვა მიზეზის გამო მოახლოებულ მატჩში “საბურთალო” ოთხ წამყვან ფეხბურთელს მოისაკლისებს – ზაგრებში ვერ გაემგზავრებიან ვაგნერ გონსალვესი და ლაშა შინდაგორიძე, რომლებსაც ტრავმები აწუხებთ. ელვინ ტერას სავიზო პრობლემები აქვს, ხოლო გიორგი კოხრეიძე დისკვალიფიცირებულია.
“საბურთალოს” მთავარ მწვრთნელს გიორგი ჭიაბრიშვილს ზაგრებში 19 ფეხბურთელი მიჰყავს:
მეკარეები: ომარ მიგინეიშვილი, ლაზარე კუპატაძე, დენის შელიხოვი;
მცველები: ნიკოლოზ მალი, გრიგოლ ჩაბრაძე, იური ტაბატაძე, ლუკა ლაკვეხელიანი, გიორგი რეხვიაშვილი, გაგი მარგველაშვილი, გიორგი ჯინჯოლავა;
ნახევარმცველები: ლევან კაკუბავა, დაჩი ცნობილაძე, სანდრო ალთუნაშვილი, გეგა დიასამიძე, თორნიკე გორგიაშვილი, ლევან ყენია;
თავდამსხმელები: გიორგი გაბედავა, ოგნიენ როლოვიჩი, გიორგი გულიაშვილი.
“დინამოსა” და “საბურთალოს” შეხვედრას, “საზოგადოებრივი მაუწყებელი” პირდაპირ ეთერში გადასცემს. აღნიშნული მატჩი თბილისის დროით, 22:00 საათზე დაიწყება.