დე როსი “ბოკას” ფეხბურთელია

0
19

“რომას” ყოფილი ნახევარმცველი, დანიელე დე როსი კარიერას “ბოკა ხუნიორსში” გააგრძელებს. ინფორმაციას არგენტინული გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
დე როსიმ “ბოკასთან” ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ნახევარმცველი “რომას” ღირსებას 2001 წლიდან იცავდა. დანიელეს დედაქალაქურ გუნდში სამი ტიტული აქვს მოგებული – ორჯერ იტალიის თასი, ერთხელ კი – ქვეყნის სუპერთასი. გარდა ამისა, დე როსი ეროვნულ ნაკრებთან ერთად 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონია.