“შევარდენს” დარასელია გაწვრთნის

0
19

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ში მოასპარეზე „შევარდენი 1906″-ს გიორგი დარასელია გაწვრთნის. ამის შესახებ კლუბი პრესსამსახური იუწყება. “ძუკუმ” გიორგი ნემსაძე შეცვალა, რომელმაც კლუბი გასულ კვირაში დატოვა.

თავის დროზე დარასელიას ნამუშევარი კლუბებში: გორის „დილა”, „სკა-ენერგია” ( ხაბაროვსკი), „ზუგდიდი” და ქუთაისის „ტორპედო”. “ძუკუ” გუნდს სეზონის მეორე ნაწილისთვის უკრაინაში შეკრებს და რამდენიმე ამხანაგურ მატჩს ჩემპიონატის განახლებამდე გამართავს . “შევარდენი” უკრაინის შემდეგ კლუბებთან ისაპრინგებს: კიევის „არსენალი ” (19.07.19), ლვოვის „კარპატი” (24.07.19), დონეცკის „ოლიმპიკი” (25.07.19), კიევის “ობოლონი” (30.07.19).

“შევარდენი” თბილისში 1-ელ აგვისტოს დაბრუნდება.