“რეალი” ისკოს 80 მილიონად გაყიდის

0
15

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა, ისკომ, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, შესაძლოა “სამეფო გუნდი” დატოვოს. As-ის ცნობით, “რეალი” ფეხბურთელს იმ შემთხვევაში შეელევა, თუ მის სანაცვლოდ 80 მილიონ ევროს გადაიხდიან.

ისკო მადრიდულ გუნდში 2013 წელს “მალაგადან” გადავიდა. გასულ სეზონში ესპანელმა “რეალის” მაისურით ჩატარებულ 37 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა. ისკოს “სამეფო გუნდთან” კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.