დე ლიგტი “იუვენტუსის” ფეხბურთელია

0
14

ტურინის ,,იუვენტუსის” ოფიციალური ვებგვერდი მატიას დე ლიგტის ტრანსფერის შესახებ იუწყება. ჰოლანდიელმა “ბებერ ქალბატონთან” კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გააფორმა. ტრანსფერის ღირებულება 75 მილიონი ევროა, რასაც მომავალში, ბონუსების გათვალისწინებით, შესაძლოა, 10,5 მილიონი ევრო დაემატოს. დე ლიგტის ხელფასის სახით წელიწადში 12 მილიონ ევროს გადაუხდიან. იტალიაში ასეთი ანაზღაურება არცერთ მცველს არ აქვს.

გასულ სეზონში ფეხბურთელმა “აიაქსის” მაისურით ჩატარებულ 55 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა. მცველს ამსტერდამულ კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებდა.