“ბარსამ” პსჟ-ს ნეიმარში კოუტინიო, დემბელე და 40 მილიონი შესთავაზა

0
18
“ბარსელონა” პსჟ-დან თავდამსხმელ ნეიმარის დასაბრუნებლად ყველა ღონეს ხმარობს.
კლუბები მოლაპარაკებას აწარმოებენ, მაგრამ არა პირდაპირ, არამედ შუამავლების მეშვეობით.
As-ის ბარსელონელი ჟურნალისტი სანტი ხიმენესი ამტკიცებს, რომ “ბარსამ” პსჟ-ს ნეიმარში კოუტინიო, დემბელე და კიდევ 40 მილიონი ევრო შესთავაზა.
თუმცა პარიზული კლუბის პრეზიდენტი ნასერ ელ ჰელაიფი ტრანსფერში ფეხბურთელების ჩართვის წინააღმდეგია და 300 მილიონს ითხოვს.
ამხელა თანხა კი “ბარსელონას” არ გააჩნია – ეგ კი არადა, ანტუან გრიზმანის შესაძენად ბანკში სესხი აიღო.