აბურჯანია „ტვენტეში“ ითამაშებს

0
13

ჰოლანდიის ერედივიზიონში მოასპარეზე „ტვენტემ” გიორგი აბურჯანიას დამატება ოფიციალურად დაადასტურა.
ესპანეთის „სევილიამ” საქართველოს ეროვნული ნაკრების 24 წლის ნახევარმცველი ენსხედეს კლუბში ორი წლით გაანათხოვრა. ის ჰოლანდიელთა რიგებში 21-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
იჯარის ამოწურვის შემდეგ,„ტვენტეს” აბურჯანიას ტრასნფერის გამოსყიდვის უპირატესი უფლება ექნება.
გასული სეზონი იჯარით ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის „ლუგოში” გაატარა, სადაც 23 მატჩი (13 სასტარტოში) ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.