დანი ალვეში პრემიერლიგის სამ გუნდს სურს

0
41

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მცველმა, დანი ალვეშმა, კარეირა, შესაძლოა, ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელოს. ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 36 წლის ფეხბურთელის გადაბირება, რომელიც გასული სეზონის დასრულების შემდეგ თავისუფალი აგენტი გახდა, ლონდონის “არსენალს”, “ტოტენჰემსა” და “მანჩსტერ სიტის” სურს.

ალვეშის ბოლო გუნდი “პარი სენ ჟერმენი” იყო, სადაც 2017 წელს ტურინის “იუვენტუსიდან” გადავიდა. გასულ სეზონში მცველმა პარიზული კლუბის მაისურით ჩატარებულ 32 შეხვედრაში სამი გოლი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა მიითვალა.