ბათუმის სტადიონის მშენებლობა დაგეგმილზე ადრე დასრულდება

0
42

ბათუმის სტადიონი უეფას IV კატეგორიის მოთხოვნათა შესაბამისადაა დაპროექტებული და ოცი ათას მაყურებელზეა გათვლილი. არსებული გეგმით, მშენებლობის პირველი და მეორე ეტაპები, ანუ მთლიანად საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა, 2020 წლის 15 ოქტომბრამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა უკვე დასკვნით ეტაპზეა და მოედნის მოსახვა-მოპირკეთება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
მშენებლობა ვადაზე ადრე, მომავალი წლის ზაფხულისთვის დასრულდება. ოფიციალური ინფორმაციით უეფას სტანდარტის სტადიონი უნივერსალურ სპორტულ კომპლექსს მოიცავს, რომელიც სპორტული ტანვარჯიშის, ბერძნულ-რომაული და თავისუფალი ჭიდაობის, ქართული საბრძოლო ხელოვნების, სპორტული ცეკვების, კრივის, ტაეკვანდოს, ჭადრაკის და მხატვრული ტანვარჯიშის დარბაზებს გააერთიანებს.
უეფას სტანდარტის უნივერსალური სპორტული კომპლექსის პროექტის ღირებულება 62 მილიონი ლარია. პროექტის ყველა ტიპის სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში ორჯერ გამარჯვებული კომპანია “ანაგი” ახორციელებს.