“ბარსას” სასტარტოს გამოსასყიდი ხუთი მილიარდია

0
12

,,ბარსელონას” ძირითადი თერთმეტეულის გამოსასყიდმა თანხამ 5 მილიარდ ევრომდე აიწია. კატალონიური გუნდის ახალწვეულის, ანტუან გრიზმანის კონტრაქტში ოფიციალურად ჩაიწერა, რომ მისი სატრანსფერო ღირებულება 800 მილიონი ევრო იქნება.

შედეგად, ძირითადი შემადგენლობების ფეხბურთელთა საერთო ღირებულება ახლა 5.38 მილიარდი ევროა:

ტერ შტეგენი – 180 მილიონი ევრო, სერხი რობერტო – 500 მილიონი ევრო, ხერარდ პიკე – 500 მილიონი ევრო, სამუელ უმტიტი – 500 მილიონი ევრო, ჟორდი ალბა – 500 მილიონი ევრო, სერხიო ბუსკეტსი – 500 მილიონი ევრო, ფრენკი დე იონგი – 400 მილიონი ევრო, არტური – 400 მილიონი ევრო, ფილიპე კოუტინიო – 400 მილიონი ევრო, ლეო მესი – 700 მილიონი ევრო, ანტუან გრიზმანი – 800 მილიონი ევრო.