ბითაძე ინდიანაშია

0
5

დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე, რომელიც NBA-ს გასულ დრაფტზე “პეისერსმა” მე-18 ნომრად აიყვანა, ინდიანაში ჩავიდა და პირველი ვარჯიშიც ჩაატარა.


შეგახსენებთ, რომ ბითაძეს ახალ გუნდთან შეერთება სავიზო პრობლემების გამო დაუგვიანდა, გოგას არყოფნაში კი, “პეისერსმა” ლას ვეგასში გამართული ოთხივე მატჩი წააგო.
ინდიანელთა ოფიციალურ ვებ-გვერდზე ქომაგთა კითხვებს გუნდის პრესსამსახურში მომუშავე ჟურნალისტმა მარკ მონტიემ უპასუხა და ბითაძის თაობაზე საკმაოდ იმედისმომცემი ვარაუდი გამოთქვა.
“მოსალოდნელია, რომ ოთხ და ხუთ ნომრებზე წუთებს დომანტას საბონისი, მაილს ტერნერი და ბითაძე გაიყოფენ. საერთო ჯამში, ამ სამეულს საკმაო რაოდენობის წუთები მოუგროვდება.
სამწვრთნელო შტაბმა უკვე მიგვანიშნა რომ გოგა როტაციაში იქნება. არ მგონია, რომ მას ისეთივე სათამაშო დრო გამოუყონ, რაც განვლილ სეზონში კაილ ო’ქუინს ჰქონდა. მან 45 მატჩი კი ითამაშა, თუმცა, მოედანზე საშუალოდ მხოლოდ 8.2 წუთი ჩნდებოდა. გოგას მეტი დრო ექნება”!