ზივზივაძე უნგრეთში ითამაშებს

0
7

ქუთაისის ”ტორპედოს” თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე კარიერას უნგრული ”მეზოკოვეშდის” შემადგენლობაში გააგრძელებს. ინფორმაციას უნგრული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ადასტურებს. გასულ სეზონში უნგრეთის ჩემპიონატში ზივზივაძის ახალმა გუნდმა მეექვსე ადგილი დაიკავა.
ქართველმა ლეგიონერმა უნგრულ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
2017 წელს ბუდუ ზივზივაძე დანიურ ”ესბიერგში” ასპარეზობდა, თუმცა დანიის სუპერლიგაში შესაძლებლობები ვერ გამოავლინა და სამშობლოში დაბრუნდა.
ზივზივაძეს საქართველოს 17, 19 და 21 წლამდე ნაკრებებში უთამაშია. გარდა ამისა ეროვნულ გუნდში ოთხი მატჩი ჩაატარა.