“ჩიხურამ” ევროსეზონი საგარეო მოგებით გახსნა

0
4

წლეულს ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად “დინამოსთან” და “ტორპედოსთან” ერთად “ჩიხურა” იბრძვის. საჩხერლებმა საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა ლუქსემბურგის “ფოლას” წინააღმდეგ გამართეს და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს.
იმერლებმა პირველი ტაიმი არც თუ ისე მაღალ დონეზე ჩაატარეს, რაც ანგარიშზეც აისახა. მასპინძლები 23-ე წუთზე, თერთმეტმეტრიანი დარტყმით დაწინაურდნენ, თუმცა სოსო ფრუიძის გუნდი არ დანებდა და “ქამბექი” შემოგვთავაზა.
მეორე ნახევარში “ჩიხურამ” განსხვავებული ფეხბურთი აჩვენა. საჩხერლები უფრო სახიფათოდ უტევდნენ და მომენტებიც შექმნეს. საბედნიეროდ იმერლებმა შანსები ხელიდან არ გაუშვეს და ორი ბურთი შეაგდეს.
პირველი გოლი მიშიკო სარდალიშვილის ანგარიშზეა. მეორე კი თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გიორგი კორიფაძემ გაიტანა.
ამრიგად საჩხერლებმა აუცილებელი გამარჯვება დაიბევეს და სამშობლოში კომფორტული ჰანდიკაპით ბრუნდებიან.
შეგახსენებთ, რომ განმეორებითი შეხვედრა ერთ კვირაში გაიმართება.

ფოლა ეში 1:2 ჩიხურა
11 ივლისი, ლუქსემბურგი, ემილე მაირიში
გოლები
: 1:0 სინანი (22), 1:1 სარდალიშვილი (59), 1:2 კორიფაძე (89).
ჩიხურა: ჰამზიჩი, ჩიტეიშვილი, მამასახლისი, მარკოზაშვილი, მაისაშვილი, ლექვთაძე (ფანცულაია), კორიფაძე, დეკანოიძე, სარდალიშვილი, ჩიკვაიძე, არდაზიშვილი (ჩიხლაძე).
მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
არბიტრი: რაუფ ჯაბაროვი  (აზერბაიჯანი)