სიმბოლური – ხუთი ბრაზილიელით და ერთადერთი არგენტინელით

0
9

სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის მმართველმა ორგანო კონმებოლმა 2019 წლის “კოპა ამერიკის” საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა. აღსანიშნავია, რომ არგენტინის ეროვნული ნაკრებიდან სიმბოლურ გუნდში მხოლოდ ერთი ფეხბურთელი – ლეანდრო პარედესი მოხვდა.

თერთმეტეულში ყველაზე მეტი, ხუთი წარმომადგენელი ბრაზილიის ნაკრებს ჰყავს:
მეკარე: ალისონი (ბრაზილია);
მცველები: დანი ალვეში, ტიაგო სილვა (ბრაზილია), ხოსე ხიმენესი (ურუგვაი), მიგელ ტრაუკო (პერუ);
ნახევარმცველები: პარედესი (არგენტინა), არტური (ბრაზილია), ვიდალი (ჩილე);
თავდამსხმელები: ევერტონი (ბრაზილია), ხამესი (კოლუმბია), გერერო (პერუ).

“კოპა ამერიკა” ბრაზილიის ეროვნული ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. “სელესაომ” ფინალში პერუ დაამარცხა და ტიტულს ისტორიაში მეცხრედ დაეუფლა.