მესის რესტორანში შეჭირვებულ ვიზიტორებს საკვებს უფასოდ სთავაზობენ

0
2

ლიონელ მესის მშობლიურ ქალაქ როსარიოში მდებარე მისივე რესტორანში გაჭირვებულ ადამიანებს საკვებსა და სასმელს უფასოდ სთავაზობენ. რესტორან VIP-ში აღნიშნული აქცია პარასკევიდან მოყოლებული მოქმედებს.
როსარიოში ჩასული ერთ-ერთი არაბი ტურისტი, აბდულა შეიხი, “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე ამასთან დაკავშირებით პოსტსა და ფოტოს აქვეყნებს: “ეკონომიკური კრისიზის პირობებში, მესიმ პერსონალს სთხოვა, რომ ქუჩაში მცხოვრები ადამიანებისათვის საკვები უფასოდ მიეწოდებინათ და მათთვის, შეძლებისდაგვარად, თავშესაფარი შეეთავაზებინათ. ის მოედანს მიღმაც ნამდვილი გმირია”. – წერს ტურისტი.

View image on Twitter“ძალიან ბევრი ადამიანი მოდის და მადლიერებას გამოხატავს. ეს აქცია 15 დღის განმავლობაში გაგრძელდება და საღამოს 19-დან 21 საათამდე ჩვენს მეგობრებს უფასოდ ვუმასპინძლებთ. ასევე, ქუჩებში ყავა, გამაგრილებელი სასმელი და ღვინოც გაგვაქვს”. – ამბობს რესტორნის მენეჯერი არიელ ალმადა.

არგენტინელი ვარსკვლავის საქველმოქმედო ფონდმა წელს, UNICEF-თან ერთად, კენიაში მცხოვრები ბავშვების ყოფითი პირობების გასაუმჯობესებლად სპეციალური აქცია გამართა, რისთვისაც 200 000 ევრო გაიღო.