“იუვენტუსის” წინადადება “აიაქსს”…

0
2

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “იუვენტუსი” დე ლიგტის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს.
La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ტურინული კლუბის ხელმძღვანელობამ “აიაქსს” დე ლიგტის სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო და მოისე კინი შესთავაზა. ამსტერდამელების პასუხი ამ ეტაპზე უცნობია.
მატიას დე ლიგტი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელია. 19 წლის ჰოლანდიელის სატრანსფერო ღირებულება 75 მილიონი ევროა.