ევროპა ლიგაზე თბილისის “დინამოს” მეტოქე გაირკვა

0
25
ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის “დინამოს” მოწინააღმდეგე ანდორის “ენგორდანი” იქნება. “ენგორდანმა” შესარჩევ ეტაპზე ორივე მატჩი მოუგო სან მარინოს “ფიორიტას” (2:1, 1:0) და “დინამოსთან” თამაშის უფლება მოიპოვა.
“დინამოსა” და “ენგორდანის” პირველი შეხვედრა 11 ივლისს თბილისში ჩატარდება, განმეორებითი კი 18 ივლისს 1300 ადგილიან “კომუნალეზე”.
“ენგორდანი” ეროვნულ ჩემპიონატში 27 ტურის შემდეგ 33 ქულით მეოთხე ადგილზეა.
თბილისის “დინამო” კი უკანასკნელ ხანს საკმაოდ გაძლიერდა, ბოლო შვიდი მატჩი მოიგო, ეროვნულ ლიგაზე გალიდერდა და ანდორული ბარიერი უნდა დასძლიოს.