თბილისის “დინამო” ლიდერია!

0
77

“დინამო არენაზე” ეროვნული პირველობის 21- ე ტურიც ცენტრალური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც “დინამო თბილისმა” “დინამო ბათუმს” უმასპინძლა. მატჩი მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და უკვე მეოთხე წუთზე გიორგი ქიმაძის ჩაწოდებით გიორგი პაპავამ ისარგებლა და ანგარიში გახსნა 1:0.
გოლის მერე თამაში ურთიერთშეტევებით გაგრძელდა. 26- ე წუთზე ჯოვანი ფლამარიონმა საჯარიმო დარტყმით წონასწორობა აღადგინა 1:1. 32- ე წუთზე ლევან კუტალიას შესანიშნავი გადაცემა ქუსლით, ლევან შენგელიას დარტყმულს კი ბოლო წამს მცველმა დაუფარა. 42- ე წუთზე მიხეილ ალავიძემ შენგელიას ახლო მანძილიდან დარტყმული თავური მოიგერია. პირველი ტაიმი ესეც დასრულდა. მეორე ნახევარი მასპინძელთა სათამაშო უპირატესობით განახლდა. მე- 60 წუთზე ნოდარ ქავთარაძე შეიჭრა საჯარიმოში და დაარტყა, ბურთი ჯერ ალავიძემ მოიგერია, შემდეგ კი ხარიხამ. ამის შემდეგ ბათუმელებმა ორი სახიფათი საჯარიმო დარტყმა შეასრულეს. ორივე ჯერზე მოწოდების სიმაღლეზე ხოსე პერალესი აღმოჩნდა. 82- ე წუთზე არფან დაფეს სოლო რეიდი, გადაცემა და ლევან კუტალიამ მასპინძლები წინ გაიყვანა 2:1. ცოტახანში არფან დაფეს თავად შეეძლო გატანა, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან არაზუსტად დაარტყა. საბოლოოდ თბილისელებმა მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანეს, აქტივში მიჯრით მეშვიდე მოგება ჩაიწერეს და გათამაშების ცხრილში პირველ პოზიციაზე აღზევდნენ. მომდევნო მატჩს “დინამო თბილისი” 11 ივლისს თბილისში, უეფას ევროპა ლიგის პირველ შესარჩევ ეტაპზე ჩაატარებს.
კრისტალბეთ ეროვნული ლიგა სამ აგვისტოს განახლდება.

თბილისი. “დინამო არენა”
დინამო (თბ) – დინამო (ბთ) 2:1
გოლები: 1:0 გიორგი პაპავა (4), 1:1 ჯოვინო ფლამარიონი (26), 2:1 ლევან კუტალია (82).
დინამო (თბ) (4-2-3-1): ხოსე პერალესი, ვიქტორ მონხილი, დავით კობოური, ნოდარ იაშვილი, აკაკი შულაია (არფანგ დაფე 73), გიორგი პაპავა, გიორგი ქიმაძე, ლევან შენგელია (კ) (გიორგი კუხიანიძე 90+2), ნიკა ნინუა, ნოდარ ქავთარაძე (ბაქარ ქარდავა 86), ლევან კუტალია.
მთ. მწვრთნელი: ფელის ვისენტე.
დინამო (ბთ) (4-2-3-1): მიხეილ ალავიძე (კ), ლევან გეგეჭკორი, მამუკა კობახიძე, მალხაზ გაგოშიძე, ლაშა ჩალაძე, ბენჟამინ ტეიდი, ვლადიმერ მამუჩაშვილი (გიორგი ილურიძე 85), გაბრიელ რამოსი, გიული მანჯგალაძე (ვალერიან თევდორაძე 90+2), ნიკოლოზ საბანაძე (ვლადიმერ დვალიშვილი 46), ჯოვინო ფლამარიონი.
მთ. მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

მსაჯი: ი. კვირიკაშვილი