გიორგი შერმადინი “ტენერიფეში” გადავიდა

0
23

გიორგი შერმადინი კარიერას კანარის კუნძულებზე განაგრძობს. 216 სანტიმეტრი სიმაღლის ქართველმა ცენტრმა, რომელმაც წინა 2 სეზონი მალაგის “უნიკახაში” გაატარა, ესპანეთის უმაღლესლიგენ “ტენერიფესთან” ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. კლუბის ოფიციალური საიტი კონტრაქტის შესახებ წერს: ხელშეკრულება ორწლიანია, თუმცა 2019-20 წლების სეზონის ბოლოს მოთამაშეს სურვილისამებრ შეეძლება კონტრაქტის გაგრძელება ან გაწყვეტა.

გრანკანარიელი შერმადინის პირველი კომენტარი ასეთია: “ტენერიფეში” გადასვლა ჩემთვის ახალი გამოცდილება, ახალი გამოწვევაა. უკვე მაგრძნობინეს, რომ აქ ერთი დიდი ოჯახია და მისი წევრი ვარ. ბევრი შრომით ვეცდები გუნდს მაღალი მიზნების მიღწევაში დავეხმარო. არაერთი ქალაქი მომივლია, მაგრამ კუნძულზე პირველად მომიწევს ცხოვრება. ეს მე და ჩემს ოჯახს ძალიან გვახარებს. მოუთმენლად ველი ახალი სეზონის დაწყებას”.