ლამპარდი “ჩელსის” მწვრთნელის რანგში დაუბრუნდება

0
5

ლონდონის “ჩელსის” ახალი სეზონიდან ფრენკ ლამპარდი ჩაუდგება სათავეში. აღნიშნულ ინფორმაცია Goal ავრცელებს.
წყაროს ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და კონტრაქტი უახლოეს ხანში ოფიციალურად გაფორმდება.
შეგახსენებთ, რომ “ვესტ ჰემის” აღზრდილმა ლამპარდმა საფეხბურთო კარიერის 13 წელი სწორედ “ჩელსიში” გაატარა და 649 შეხვედრაში 211 გოლი გაიტანა. ამჟამად, იგი “დერბის” მწვრთნელია.