ყაზაიშვილი MLS-ში საუკეთესოა

0
23
ვაკო ყაზაიშვილი MLS-ში უკვე მესამე სეზონს ატარებს, 26 წლის ფეხბურთელს უკვე ოთხი მატჩია, რაც გოლი გააქვს (სულ ექვსი). კვირის საუკეთესო მოთამაშეს მედია და ფანები ერთობლივად ასახელებენ. ვაკო ყაზაიშვილი MLS-ის კვირის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. “სან ხოსე ერფქვეიკის” ქართველმა ლეგიონერმა “ლოს ანჯელეს გელექსისთან” 3:0 მოგებულ მატჩში გოლი და საგოლე პასი მიითვალა.
მანამდე, ვაკომ ჰიუსტონის “დინამოსთან” დუბლი შეასრულა.

ყაზაიშვილი მე-17 ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა. აღსანიშნავია, რომ სიმბოლურში ვაკოსთან ერთად მოხვდა უეინ რუნიც. მწვრთნელად კი “სან ხოსეს” არგენტინელი თავკაცი მატიას ალმეიდა დასახელდა.