შოთას “ფახთაქორი” დაუმარცხებელ სვლას განაგრძობს

0
25

შოთა არველაძის გაწვრთნილმა ტაშკენტის „ფახთაქორმა“ უზბეკეთის სუპერლიგაში წაუგებელი სერია გაახანგრძლივა.
ქართველი სპეციალისტის გაწვრთნილებმა მე-13 ტურში სტუმრად „კოკანდი“ 2:1 დაამარცხეს.
„ფახთაქორი“ 14-გუნდიან სატურნირო ცხრილში სათავეში 35 ქულით უდგას და მეორე ადგილზე მყოფ მოქმედ ჩემპიონ თანაქალაქელ „ლოკომოტივს“ 8 ქულით ასწრებს.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში ტაშკენტელებს ჩემპიონატში ჯერ არ წაუგიათ – 11 გამარჯვება და ორი ფრე.